თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მხარდაჭერის პროექტი დაიწყო

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრ  ორგანიზაციებთან პარტნიორობით 2017 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს პროექტს „აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მხარდაჭერა“. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია აზერბაიჯანიდან დევნილი უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების, ასევე მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერა და გაძლიერება, მათი ინტეგრაციის ხელშიწყობა საქართველოში. ამასთან, პროექტის ფარგლებში, მომზადდება ჟურნალისტური ნამუშევრები (პუბლიკაციები და სიუჟეტები)...

აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებათა დამცველები და აქტივისტები საქართველოში

„სოლიდარობა აფგან მუხთარლის! თავისუფლება აფგან მუხთარლის!“ – ეს და კიდევ სხვა გზავნილები ეჭირათ ხელში საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან შეკრებილ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და მისი წევრი-ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სხვა ადამიანის უფლებების დამცველებს, ჟურნალისტებსა  და სამოქალაქო აქტივისტებს. მათ ნაწილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებისადმი საპროტესტოდ და თანადგომისთვის თავზე პოლიეთილენის პარკი...

ფაქტები დაშგინ აღალარლის საქმესთან დაკავშირებით

დაშგინ აღალარლი აზერბაიჯანული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, „მუსავათის“  წევრია.  ის წლების განმავლობაში აკრიტიკებდა ალიევის პოლიტიკას, რის გამოც იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. დაშგინ აღალარლი თავის შვილთან, ორჰან აღალარლისთან ერთად, 2014 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, დაშგინი საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას სთხოვს. ფაქტები დაშგინ აღალარლის საქმეზე 2013 წელს...

ფაქტები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის მოქალაქე, საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია. 1999 წლიდან ის აზერბაიჯანში აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. ჟურნალისტური საქმიანობისა და სამოქალაქო აქტივიზმის გამო, მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გამხდარა უკანონო დაკავების, მუქარის, თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი. შედეგად, 2015 წლის იანვარში,...

სასამართლო პროცესების მონიტორინგი – ვორკშოპი თბილისში

2017 წლის 10-12 ივლისს სასამართლო პროცესების მონიტორინგით დაინტერესებული სომეხი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველები დაესწრნენ ვორკშოპს, რომელსაც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მასპინძლობდა. სამი დღის განმავლობაში, ვორკშოპის ტრენერებმა სერგეი ბუროვმა (ჩერნიგოვის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო სახლი, უკრაინა), პავლო პარხომენკომ (ჩერნიგოვის რეგიონში ბახმაჩის რაიონული სასამართლოს მოსამართლე) და დიმიტრი ჩერნიხმა...

ნორვეგიის სახელმწიფო მდივანი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს ესტუმრა

2017 წლის 15 თებერვალს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა (HRHT) ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც სახელმწიფო მდივანი, მარი ბერგერ როსლანდი ხელმძღვანელობდა. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, HRHT-ის კოორდინატორმა, ნათია თავბერიძემ, დელეგაციის წევრებს სახლის კონცეფცია და ძირითადი აქტივობები გააცნო, რისი ძირითადი არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის უფლებათა სახლში მისულ...