მიმდინარე პროექტები

დევნილი აქტივისტების მხარდასაჭერად

პროექტის დასახელება:  დევნილი აქტივისტების მხარდასაჭერად
დონორი:  ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის
განხორციელების პერიოდი:  01.05.2017 – 30.04.2018
პროექტის პარტნიორი HRHT-ის წევრი-ორგანიზაციები: “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, GCRT

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ განხორციელებული პროექტი დევნილი აქტივისტების მხარდასაჭერად მიზნად ისახავს დევნილობაში მყოფი აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებათა დამცველების, ჟურნალისტების, აქტივისტების, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აქტივისტების მხარდაჭერას. დევნილთა განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით HRHT პროექტის ბენეფიციარებს სთავაზობს სრულ მომსახურებას: ჰუმანიტარულ და იურიდიულ დახმარებას.
უზრუნველყოფს მათ თავშესაფრით, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარებით.

მათი საქართველოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად HRHT პროექტის ბენეფიციარებს სთავაზობს ენის კურსებს (ინგლისური და ქართული), ანაზღაურებად სტაჟირებებსა და საქართველოში საორიენტაციო ტრენინგებს.

HRHT აგრძელებს სადამკვირვებლო მისიებს უფლებადამცველებისა და ადვოკატების წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებზე აზერბაიჯანში.

ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ - უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა

პროექტის დასახელება: ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა
დონორი:  ევროკომისია
განხორციელების პერიოდი:  01.01.2018 – 29.02.2020

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ საფრანგეთში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „IREX ევროპასთან” პარტნიორობით 2018 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველი ქალი ლიდერების და “უხილავი ქალების“ (ქალები, რომლებიც აქტიურად იცავენ უფლებებს თავიანთ სოციუმში, მაგრამ არ არიან ჩართული ზოგად უფლებადაცვით საქმიანობაში) აღმოჩენას და გაძლიერებას ევრაზიის ხუთ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოში.

პროექტის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ქალი უფლებადამცველების ან იმ უფლებადამცველების როლის გაზრდას, რომლებიც ქალთა/გოგონათა უფლებებს იცავენ. აღნიშნული მხარდაჭერა განხორციელდება ქალებისთვის, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის და ადვოკატებისთვის.

პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს ამ ჯგუფებს ლობირების, ადვოკატირების და სასამართლო პროცესების შესახებ ცოდნის გაღრმავებით. პროექტის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობები: „აკადემია ლიდერებისთვის“ (ეროვნული და რეგიონალური), ტრენინგები უნარების განვითარებისთვის, ტრენინგები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით (შერჩეული კანდიდატები დაესწრებიან ტრენინგს სტრასბურგშიც) და ა.შ. პროექტით ასევე გამოყოფილია სამოგზაურო და მცირე გრანტები უფლებადამცველებისთვის.

აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდასაჭერად

პროექტის სახელი:  აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდასაჭერად
დონორი:  ნიდერლანდების სამფოს საელჩო
განხორციელების პერიოდი:  01.07.2017 – 31.07.2018
პროექტის პარტნიორი HRHT-ის წევრი-ორგანიზაციები: “ადამიანის უფლებათა ცენტრი”,  “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”,  GCRT

პროგრამა  “აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდასაჭერად” მოიცავს ჰუმანიტარულ და იურიდიულ დახმარებას აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის, ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის. მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს ზეწოლისქვეშ მყოფი ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მათი ოჯახების დახმარებას.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში თითოეული ადამიანის უფლებათა დამცველი და მისი ოჯახი უზრუნველყოფილია თავშესაფარით, ფინანსური დახმარებით სამ თვემდე ვადით და სამედიცინო ფსიქოლოგიური დახმარებით – ერთ წლამდე ვადით.

ამ პროექტის ფარგლებში ისინი ასევე იღებენ იურიდიულ დახმარებას. აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის პროფესიული გადარჩენისთვის პროექტი ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა დამცველი ჟურნალისტებს პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას. HRHT-სთვის ისინი აშუქებენ აზერბაიჯანელი უმცირესობის საკითხებს და ქართულ ონლაინ მედიაში აქვეყნებენ სტატიებს. 

ბენეფიციარების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის HRHT უზრუნველყოფს მათთვის შესაძლებლობების განვითარების ტრენინგებს. პროექტის ფარგლებში HRHT აგრძელებს აზერბაიჯანელი უმცირესობის უფლებების მონიტორინგს საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში და საჭიროების შემთხვევაში მათ სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს.