დასრულებული პროექტები

დევნილი აქტივისტების მხარდასაჭერად

პროექტის დასახელება:  დევნილი აქტივისტების მხარდასაჭერად
დონორი:  ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის
განხორციელების პერიოდი:  01.05.2017 – 30.04.2018
პროექტის პარტნიორი HRHT-ის წევრი-ორგანიზაციები: “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, GCRT

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ განხორციელებული პროექტი დევნილი აქტივისტების მხარდასაჭერად მიზნად ისახავს დევნილობაში მყოფი აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებათა დამცველების, ჟურნალისტების, აქტივისტების, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აქტივისტების მხარდაჭერას. დევნილთა განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით HRHT პროექტის ბენეფიციარებს სთავაზობს სრულ მომსახურებას: ჰუმანიტარულ და იურიდიულ დახმარებას.

უზრუნველყოფს მათ თავშესაფრით, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარებით.

მათი საქართველოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად HRHT პროექტის ბენეფიციარებს სთავაზობს ენის კურსებს (ინგლისური და ქართული), ანაზღაურებად სტაჟირებებსა და საქართველოში საორიენტაციო ტრენინგებს.

HRHT აგრძელებს სადამკვირვებლო მისიებს უფლებადამცველებისა და ადვოკატების წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებზე აზერბაიჯანში.

LGBT ადამიანების მხარდამჭერი პროექტი

პროექტის დასახელება: LGBT ადამიანების მხარდამჭერი პროექტი
დონორი: სამოქალაქო უფლებათა დამცველები
განხორციელების პერიოდი: 15.11.2017 – 01.05.2018
პროექტის პარტნიორი HRHT-ის წევრი-ორგანიზაციები: GCRT

“LGBT მხარდამჭერ პროექტს” ახორციელებს “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი”. პროექტის ბენეფიციარები არიან აზერბაიჯანიდან დევნილი LGBTQI საზოგადოების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან: თავშესაფრით და ყოველთვიური ფინანსური დახმარებით ცხოვრების ხარჯების დასაფარად საქართველოში 3 თვის პერიოდით. ბენეფიციარები ასევე უზრუნველყოფილნი არიან და აქტიურად იღებენ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, რომელიც 1 წლამდე ვადით მიეწოდებათ მათ.